30 აგვისტოს იწყება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამებით
იქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მაგისტრატურის გზამკვლევს და შესაბამისი პროგრამების სასპეციალიზაციო გამოცდის საკითხებსაც.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 9 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი; ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–17 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 18 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-23 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე
(მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
დაწვრილებით იხილეთ რექტორის ბრძანება
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას
საკონტაქტო ინფორმაცია: საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე, პავლიკა ჯაგუნავა ტელ.: 2 25 04 84 (შიდა 1734 ).